მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი ბოლო ორი დღეა 6.075 დოლარის დონეზეა მკვეთრი ზრდა მაინც არ შეინიშნება. რა თქმა უნდა, ექსპერტების პროგნოზები ცალსახა ბიტკოინის ფასის გაზრდას ან შემცირებას არ გულისმობს, ვარაუდები ორივე მიმართულებით არსებობს:
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი დაიკლებს, კურსი ჯერ 6.000 დოლარაზე შემდეგ კი, 5.450 დოლარამდე შემცირდება.
თუმცა, თუ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და ბიტკოინმა კურსის მატება შეძლო მოსალოდნელი სამიზნეებია: 6.900, 7.700 და ამ კურსის წარმატებით დაძლევის შემდეგ, 8.500 დოლარი.
რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის ფასი ბოლო პერიოდში 450 დოლარზე იმყოფება. თუ ეთერიუმს ინვესტორების მხარდაჭერა არ ექნება მაშინ, მისი კურსი 358 დოლარზე აღმოჩნდება.
თუმცაღა, თუ ეთერიუმმა კურსის მატება შეძლო პირველი დონე არის 550 დოლარი, ხოლო მომდევნო სამიზნე ფასი 628 დოლარი.
შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 27 ივლისის კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 247 მილიარდ დოლარს შეადგენდა.