აშშ და სამხრეთ კორეა მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე ორმხრივ კავშირებს აღრმავებენ

0
2256

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებამდე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება გადაწყვიტეს.

ე.წ. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ტექნოლოგიური გარღვევების სერიით ხასიათდება, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის ადამიანების ცხოვრებას. ტექნოლოგიურ გარღვევაში კი პირველ რიგში Blockchain-ი იგულისხმება.

აშშ და სამხრეთ კორეა კოორდინაციას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გეგმავენ. ასევე, როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა, მონაცემებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებისადმი ყურადღება უფრო მეტად გამახვილდება.

ორი ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი ძალებით მიმდინარეობს მუშაობა. სახელმწიფოები ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციები.

შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში აშშ-ს კონგრესში კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ამ ეტაპზე ქვეყანაში კრიპტოვალუტის რეგულაციებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიების გატარება მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი