იაპონიის ერთ-ერთმა სოფლის თვითმმართველობის ორგანომ განაცხადა, რომ სოფელი პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) შექმნას აპირებს, რათა რეგიონში თანხების მდგრდადობა უზრუნველყოს.
სოფელ ნიშიავაკარას ოფიალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს რეგიონის ეკონომიკურ მდგრადობას საჭიროა ახალი დაფინანსების რესურსების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ციფრულ ვალუტებისა თუ ICO-ს აქტიურ გამოყენებას.
ნიშიავაკარა არის პირველი სოფელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დააფუძნოს მუნიციპალური ICO. როგორც ცნობილი გახდა, სოფლის ციფრულ ტოკენს Nishiawakura Coin-ი ეწოდება. Nishiawakura Coin-ი სოფლის ტოკენის ეკონომიკური ასოციაციის მიერ იქნება გამოშვებული.
როგორც სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, სიახლე ხელს შეუწყობს სოფელში სხვადასხვა სახის ბიზნესის განვითარებას.
შეგახსნებთ, რომ ამჟამად, იაპონიას არ გააჩნია კონკრეტული კანონი ICO-სთვის. თუმცა თებერვალში, ქვეყნის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტომ არარეგისტრირებულ ICO-სთან დაკავშირებით კონკრეტული გაფრთხილებები გამოსცა.