Google-მა განაცხადა, რომ 2018 წელს ბიტკოინის Google-ის ბაზაში მოძებნა 75%-ით შემცირდა. თუმცა, Google Trends-ის მონაცემების მიხედვით, როგორც აღმოჩნდა, ძებნის შედეგად, კრიპტოვალუტა პოპ-ვარსკვლავ ბიონსესთან შედარებით უფრო ცნობადია.
ბიტკოინის ანალიტიკოსი ბრაიან კელი ივნისის თვის კრიპტოვალუტის ბაზარზე აცხადებს, რომ ბაზარი მცირე ხნით გაიზრდება:
“რასაც მე ნამდვილად ვეძებ არის მოძრაობა, ნახტომი 6.500 დოლარზე მაღლა. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს მოცულობა და არ მოიძებნება ბევრი კატალიზატორი…. თუ მე უნდა ვიზრუნო სხვა დონეზე, როგორც მოკლევადიანმა მოვაჭრემ, მაშინ უნდა შევხედო 6.800 დოლარის დონეს. შაბათ-კვირას ჩვენ ვნახეთ წინააღმდეგობა, როდესაც ბიტკოინის კურსი დღეს არსებულ კურსს აღემატებოდა”.
ბრაიან კელის გათვლებით, 6.500 დოლარის პოზიცია არის მაინგისთვის მომგებიანობის კუთხით სწორი მხარდაჭერის დონე. თუმცა, ბრაინ კელი იმასაც აღნიშნნავს, რომ ბიტკოინის მაინერებმა უნდა განაახლონ თავიანთი აპარატურა.
“ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში 6.800 დოლარის ნიშნული მიმაჩნია ოპტიმალურ ვარიანტად”,- ამბობს ბრაიან კელი.