10 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2020

კვირას, 10 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარმა მკვეთრად დაიკლო. ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსის სავაჭრო კომისიამ 4 კრიპტოვალუტის ბირჟის მიმართ გამოძიება დაიწყო.

ბიტკოინმა ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 5% პროცენტი დაკარგა. ამჟამად, კრიპტოვალუტის ღირებულება 7.244 დოლარს შეადგეს. უნდა აღინიშნოს, რომ კურსის შემცირება დღის განმავლობაში, მხოლოდ 2 საათის მანძილზე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეთერიუმი ხელახლა დაუბრუნდა ინვისის თვის დასაწყისის ნიშნულს, როდესაც კურსი 600 დოლარის ქვემოთ იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა 6%-ით დაიკლო. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელი 568 დოლარის ნიშნულზე ფიქსირდება.

Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, საბაზრო კაპიტალიზაცია უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 20 მილიარდი დოლარით შემცირდა.

შეგახსნებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 296 მილიარდ დოლარს შეადგეს.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული 30 დღის განმავლობაში საბაზრო კაპიტალიზაცია 120 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც დაახლოებით, 26%-ით შემცირებას ნიშნავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი