ანალიტიკოსები: წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 12.500 დოლარის ფარგლებში იმერყევებს

0
2077

კომპანია Trefis-ის ანალიტიკოსებმა, ცოტა ხნის წინ, ბიტკოინის ფასის პროგნოზი შეამცირეს. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის კურსის მოსალოდნელი მაჩვენებელი 12.500-დან 15.000 დოლარზე მერყეობს.

“ჩვენი პროგნოზი ასეთია: წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 12.500 დოლარის ფარგლებში იმერყევებს”,-აღნიშნავენ კომპანიაში.

Trefis-მა ასევე ითვლის ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობასა და ტრანზაქციების მოცულობას. აღნიშნული დაანგარიშება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება. Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, პრესის დროს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 131 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა.

Trefis-მა აღნიშნა, რომ ძირითადი კრიპტოვალუტები მაისის თვეში შემცირდა. ბიტკოინის კურსიც კი, 10.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

ცოტა ხნის წინ, კრიპტოვალუტის ბაზრის დაბალი კაპიტალიზაცია ჰოლანდიის მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღინიშნა. კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი სავაჭრო მოცულობები იზრდება მინიმალურ ინსტიტუციური მოქმედების შედეგად და ამასთანავე, ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასაც არ უშლის ხელს.

მაისის დასაწყისში Blockchain ინვესტორმა სპენსერ ბოგარტმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ამ წელში 10.000 დოლარზე მეტს მიაღწევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი