Google Trends-ის კვლევის თანახმად, 2018 წლის დასაწყისიდან, საძიებო სიტყვა-ბიტკოინი 75% შემცირდა, ხოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში განახევრდა.
ამის შესახენ ინფორმაციას CNBC-სი ავრცელებს.
Datatrek Research- ის თანადამფუძნებელი და Wall Street-ის ანალიტიკოსი ნიკოლას კოლასი ვებ-ძიების შემცირებას ფასის დაცემას უკავშირების.
“ბიტკოინს სჭირდება ახალი ნარატივი, რათა გლობალური ყურადღების აღდგენა შეძლოს”,- აღნიშნავს ნიკოლას კოლასი.
Google Trends-ი აანალიზებს გარკვეულ ვებ-ძიების პოპულარობის სხვადასხვა პერიოდს. იანვრის დასაწყისში 100 ბალიდან ბიტკოინი პოპულარობით 37 ადგილზე იყო.
კოლასი ასევე იხსნებეს, ბიტკოინზე ინფორმაციის მოძიება მასობრივად მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსმა 20.000 დოლარას მიაღწია.
2018 წელს ახალი, ციფრული საფულეების ზრდამ ინფორმაციის მოძებნის ზრდადობა მხოლოდ 3.7% შეადგინა, ხოლო 2017 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი ყოველთვიურად 7.6%-ს შეადგენდა.
CNBC-ის ინფორმაციის მიხედვით, სხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, Google-ის ძიება ასევე შემცირებულია.
ეთერიუმი ბაზრის კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაა. მისი მოძიების სიხშირე 2018 წლის დასაწყისში 70%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს, კრიპტოვალუტამ 82% დაკარგა, ხოლო რიპლიზე ინფორმაციის მოძებნის სიხშირე 87%-ით დაეცა.