3 ივნისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2096

3 ივნისისთვის კრიპტოვალუტის ბაზარი ასე გამოიყურებოდა: Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, გასული 7 დღის განმავლობაში, კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

დღეს, ბიტკოინმა ფასის ოდნავი გაზრდა მოახერხა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 7.704 დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1%-ით მოიმატა.

რაც შეეხება მთლიან კვირას, კრიპტოვალუტამ დაახლოებით 6%-ით შეძლო კურსის გაუმჯობესება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში ბიტკოინის კურსი 17%-ით არის შემცირებული.

ეთერიუმმა ბიტკოინთან შედარებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით შეძლო ფასის გაზრდა. ეთერიუმმა საბოლოოდ, 600 დოლარის ნიშნულს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც. ამჟამად, კრიპტოვალუტის ღირებულება 621 დოლარს შეადგენს.

ბიტკოინ Cash-მა ბაზარზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე დიდი მოგება აჩვენა. კრიპტოვალუტა დაახლოებით, 11%-ით გაიზარდა. Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტის კურსი ამჟამად, 1.158 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 353 მილიარდი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი