ბრედ გარლინჰაუსი: კრიპტოვალუტის ფასებზე ბიტკოინის გავლენა საბოლოოდ შემცირდება

0
2173

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინჰაუსი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის საბაზრო ფასებზე ბიტკოინის გავლენა საბოლოოდ შემცირდება.

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა ბიტკოინის მომავალზე, რომელიც მისი აზრით, პოტენციურად დასასრულისკენ მიდის. მან ასევე CNBC-სთან ინტერვიუში აშშ-ს კრიპტოვალუტისა და ფასიანი ქაღალდების რეგულაციის შესახებაც ისაუბრა.

მარეგულირებელმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ორივე კრიპტოვალუტა, რიპლი და ეთერიუმი სავარაუდოდ, განიხილება, როგორც დაურეგისტირებელი ფასიანი ქაღალდი.

“თუ თქვენ, რიპლის ფლობთ, თქვენ არ ფლობთ კომპანიას მოგებას ან რაიმე დივიდენდს, რიპლის აქვს რეალური უტილიტარული დანიშნულების ფუნქცია”,- აღნიშნა ბრედ გარლინჰაუსმა.

თუმცა, გარლინჰაუსმა ისიც განაცხადა, რომ კომპანია მხარს უჭერს რიპლის ასეთი ტიპის გამოყენებას, რომელშიც ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს.

“აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ჩაბმულია თაღლითობის გამოვლინების საკითხებში. მთავრობამ უნდა დაიცვას ინვესტორები და კომპანიები, მაგრამ ასევე უნდა აღიაროს რიპლის რეალური გამოყენების მაგალითები”,- განაცხადა რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი