ესპანეთი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხს განიხილავს

0
1997

კანონპროექტი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას და კრიპტოვალუტების პოზიტიურ კონტექსტში რეგულაციას გულისხმობს ესპანეთის კონგრესში ერთსულოვანად დაუჭირეს მხარი.

დოკუმენტი ითვალისწინებს Blockchain-ისა და ისეთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რეგულაციებს, როგორიცაა ბიტკოინი. რეგულაციის შემოღება იგეგმება ე.წ. კონტროლირებადი ტესტირების გარემოს მეშვეობით.

კონგრესი დათანხმდა Blockchain-ის ხელშეწყობას, როგორც საგადასახადო სისტემაში ისე ტრანზაქციების განხორციელების დროს.

პროექტი კიდევ უფრო ზრდის პროპორციული მექანიზმების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

იგი ასევე ხაზს უსვამს “მაღალი რისკის” ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ პოტენციურ პრობლემებს და აცხადებს, რომ სწორი ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია ინვესტორების დასაცავად.

ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს, რომ მთავრობა თანამშრომლობს ეროვნული ფასიანი ქაღალდების ბაზრის კომისიასა და ესპანეთის ბანკთან, რათა საერთო მარეგულირებელი პოზიცია უფრო ფართო ევროპულ კონტექსტში იყოს გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განწყობით არ გამოირჩეოდა. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ცენრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას აქვს დაბალი დაშვება ანუ ბევრ ქვეყანაში ლეგალური არ არის კრიპტოვალუტით გადახდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი