კრიპტობირჟა პოლონეთიდან მალტაზე გადადის

0
2758

პოლონეთის კრიპტობირჟა Bitbay-მ გადაწყვიტა ქვეყანაში საქმიანობა შეწყვიტოს და მალტაზე გადავიდეს, სადაც კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი.

Bitbay აცხადებს, რომ პოლონეთიდან წასვლის მიზეზი ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბანკებთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობას უკავშირდება.

სანამ Bitbay მომსახურების გაწევას შეწყვეტს იქამდე, ერთი თვით ადრე გააფრთხილებს მომხმარებელს. ეს კი დაახლოებით, სექტემბრის თვეში მოხდება. გაფრთხილების შემდეგ, მანამ სანამ, ბირჟა მალტაზე გადაინაცველებს იქამდე მომხმარებლებს მხოლოდ თანხის განაღდების საშუალება ექნებათ. მალტაზე გადასვლის შემდეგ კი, პოლონეთში ბირჟის საქმიანობა მთლიანად შეჩერდება.

პრეს-რელიზის თანახმად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შექმნან ახალი ანგარიში, როდესაც BitBay-ი განაახლებს მალტაზე ოპერირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ Bitbay-ს მალტაზე გადასვლა პოლონეთის მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი კრიპტოვალუტის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ოფიციალურად აღიარებს მაინინგს და ვაჭრობას, მთავრობის საერთო პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, ბოლო დროს საკმაოდ კრიტიკული გახდა.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა 25 000 დოლარი გადაიხადა, რათა ე.წ. ანტიკრიპტო ვიდეო შექმნილიყო, რომლის მიზანიც კრიპტოვალუტისთვის შავი პიარის შექმნა იყო.

ამჟამად, BitBay ვაჭრობს 29 სხვადასხვა ციფრული ვალუტით და ბირჟის ბაზრის კაპიტალიზაცია 9.270.725 დოლარს შეადგეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი