სამხრეთ აფრიკის საინვესტიციო კომპანია კრიპტოვალუტის ბირჟას აარსებს

0
2497

სამხრეთ აფრიკის საინვესტიციო კომპანია Sygnia 14.5 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს, რათა მიმდინარე წლის ბოლოსთვის კრიპტოვალუტის ბირჟა დაარსოს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ კომპანია საკუთარ კრიპტოვალუტას SygniaCoin-ს შექმნის.

“კრიპტოვალუტის ბაზარი სწრაფად ვითარდება, როგორც ადგილობრივი მასშტაბებით ისე საერთაშორისო დონეზე, ამიტომ ჩვენ ორივე კატეგორიის მომხმარებელი უნდა მოვიზიდოთ. fintech-ზე ფოკუსირებით Sygnia-ს აქვს წარმატების პოტენციალი. კომპანია გახდება პირველი მსხვილი საფინანსო მომსახურების ინსტიტუტი, რომელიც ინვესტორებს კრიპტოვალუტის უსაფრთხო ვაჭრობას შესთავაზებს”,- აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა ვირესკამ.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აქცენტს უსაფრთხოებასა და მარეგულირებელ საკითხებზე აკეთებს. მაგდა ვირესკას მიაჩნია, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის განვითარების საკმარისი პოტენციალია.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახური უკვე კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სტრუქტურის შემოღებაზე მსჯელობს.

როგორც კომპანიამ დაგეგმა, SygniaCoin ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ ბირჟაზე დარეგისტირდება. Sygnia-ს აღმასრულებელი დირექტორი იმასაც განმარტავს, რომ SygniaCoin-ი მთლიანად დაემრჩილება მარეგულირებელის მოთხოვნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი