ბარსელონა ტექნოლოგიური ქალაქის სტატუსს იძენს

0
2116

ბარსელონა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისთვის სპეციალიზირებულ სივრცეს შექმნის.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება La Vanguardia იტყობინება.

Blockchain-ის სივრცე განთავსდება ტექ-ქალაქთან, Pier01-ის მეორე კორპუსთან ახლოს. ამჟამად, Pier01 ტექ-სტარტაპებიდან და ინოვაციური ჰაბებიდან 1000 პროფესიონალს აერთიანებს.

La Vanguardia აღნიშნავს, რომ ბარსელონას ტექნიკურ ქალაქში სხვადასხვა ტიპის შენობაა განთავსებული, მათ შორის ჯანმრთელობისა და გასართობო ცენტრები და ასევე, მედიისთვისაც გამოყოფილია კონკრეტული ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SAP-მა, განაცხადა, რომ ის შეუერთდებოდა Alastria- ს Blockchain-ს, რომელიც 150-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას მოიცავს, მათ შორის ესპანეთის ბანკებს, სატელეკომუნიკაციო ქსელებსა და უნივერსიტეტებს.

დღითიდღე, მსოფლიოს მასშტაბით Blockchain ტექნოლოგია უფრო და უფრო მეტად ექცევა ყუარადღების ცენტრში. თებერვლის თვეში, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, იგეგმება Blockchain ობსერვატორიისა და ფორუმის გახსნა.

ამასთანავე, მედიისთვის ცნობილი გახდა მაისში, ნიუ-იორკში Blockchain-ის კვლევითი ცენტრის გახსნის შესახებაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი