20 მაისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2869

კვირას, 20 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების მატების მცირე ტენდენცია შეინიშნებოდა. Coinmarketcap-ზე მოცემულმა კრიპტოვალუტების უმრავლესობამ კურსის ზრდის ტენდეცია აჩვენა. ხოლო კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაცია კი, 392 მილიარდს მიუახლოვდა.

ბიტკოინი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით, 3%-ით გაიზარდა. ამჟამად, კრიპტოვალუტა 8.520 დოლარი ღირს.

ასევე გაუმჯობესდა ეთერიუმის მაჩვენებელიც. ეთერიუმის ფასმა 700 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. ამჟამად, კრიპტოვალუტის კურსი 719 დოლარზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით, 3% -ით გაიზარდა.

ბიტკოინსა და ეთერიუმს არც ბიტკოინ Cash-ი ჩამორჩება, რომლის კურსი 1.290 დოლარზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ი 9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციას: მას შემდეგ, რაც 18 მაისს კაპიტალიზაცია 361 მილიარდ დოლარს შეადგენდა ორი დღის განმავლობაში კაპიტალიზაცია დაახლოებით, 392 მილიარდზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ჩატარდა კრიპტოვალუტების შესახებ “კონსესუსის კონფერენცია”, რომლის მიმდინარეობის დროსაც კრიპტოვალუტების ბაზარიმა 10%-ით დაიკლო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი