კოლორადოს შტატი პოლიტიკურ კამპანიაში კრიპტოვალუტით დონაციაზე დათანხმდა

0
3322

კოლორადოს პოლიტიკური ფიგურები ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტას კამპანიებისთვის მიიღებენ.

ამის შესახებ ინფრომაციას Denver Post-ი ვრცელებს.

შტატის სახელმწიფო მდივანმა უეინ უილიამმა 16 მაისს განცხადება გააკეთა წარმოდგენილ კანონპროექტებში პოლიტიკური კამპანიების დროს კრიპტოვალუტით შემოწირულობების სახითხზე.

აშშ-ს ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ ბიტკოინის მიღება პოლიტიკური კამპანიისთვის უკვე დაამტკიცა.

კრიპტოვალუტით შემოწირულობები განიხილება როგორც ფულადი შემოწირულობა. Denver Post-ის ინფორმაციის თანახმად, კოლორადო, სავარაუდოდ, დაიცვას მარეგულირებლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, კამპანია შემოწირულობას მაშინ დააბრუნებს, როდესაც გადმორიცხული თანხა გადააჭარბებს უკვე არსებული, საერთო თანხის ლიმიტს.

მიუხედავად იმისა, რომ დონაციისთვის ამ ტიპის შემოწირულობა შეიძლება გაცილებით მოსახერხებელი იყოს, კოლორადოს შტატის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სუზანე შტეიერტი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტით შემოწირულობამ შესაძლოა, გარკვეული საბუღალტრო პრობლემები შექმნას.

შეგახსენებთ, რომ კოლორადო არ იქნება პირველი შტატი აშშ-ში, რომელიც შემოწირულობებს კრიპტოვალუტის სახით მიიღებს. პირველი ასეთი შტატი იყო ნიუ-ჰემფშირი, რომელიც 2014 წელს დაეთანხმა, რომ შტატის კანდიდატებს შემოწირულობა კრიპტოვალუტის სახით მიეღოთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი