ნორვეგიის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის გამოშვების საკითხს განიხილავს

0
2788

ნორვეგიის ცენტრალური ბანკი, Norges-ი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხს განიხილავს.

ცენტრალური ბანკის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში რამდენიმე მთავარი საკითხი განიხილება, მათ შორის კრიპტოვალუტით კერძო ბანკებში დეპოზიტების საიმედო ალტერნატივის დანერგვა და ელექტრონული გადახდის სისტემების დამოუკიდებელი სარეზერვო გადაწყვეტა.

“ნაღდი ანგარიშსწორების სახსრების მოხმარების შემცირება გვაფიქრებინებს, რომ მომავალისთვის საჭირო გახდება ახალი საშუალებების მოფიქრება, რომლებიც აუცილებელია ეფექტური და საიმედო გადახდის სისტემისა და მონეტარული სისტემისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა იუსტინ ოლსენმა.

Norges Bank- ი გააგრძელებს ფულის გამოშვებას. სამუშაო ჯგუფმა მხოლოდ ბანკის მიერ გამოსაცემი კრიპტოვალუტის პოტენციალის შესწავლის პირველი ეტაპი დაასრულა.

“ძალიან ადრეა იმის დასადგენად, ბანკმა უნდა გამოუშვას თუ არა საკუთარი კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტის გავლენა და სოციალურ-ეკონომიკური დანახარჯების ანალიზი დამოკიდებულია კონკრეტულ დიზაინზე. დიზაინი, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება კრიპტოვალუტის შემოღების მიზანზე”,- აცხადებენ ბანკში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დაიწყეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის საკითხის განხილვა. ნორვეგიის მსგავსად, შვედეთის Riksbank-იც განიხილავს ელექტრონული კრონას გამოშვებას, რათა ნაღდი ფულის მიმოქცევა შეამციროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი