ბრიტანულმა საბანკო გიგანტმა HSBC-მ Blockchain-ით ტრანზაქცია განახორციელა

0
2493

ბრიტანულმა საბანკო გიგანტმა HSBC-მ განაცხადა, რომ ვაჭრობისას ფინანსური ტრანზაქცია Blockchain-ით განახორციელა.

ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

როგორც მრავალი საინფორმაციო გამოშვება იუწყება, HSBC-მ, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ფირმაა, საკვებისა და სოფლის მეურნეობის გიგანტ Cargill-თან დაასრულა მოლაპარაკებები.

გარიგება გასულ კვირას შედგა, როდესაც არგენტინიდან მალაიზიაში სოიოს მარცვლების გადატანა მოხდა.

“ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმ მოსაზრებას, რომ პლატფორმას მხოლოდ უტილიტარული მოხმარება უნდა ჰქონდეს”,-აღნიშნავს HSBC-ის კომერციული ინოვაციის ზრდის ხელმძღვანელი, ვივეკ რამაჩანდრანიმ.

HSBC-ში აცხადებენ, რომ Blockchain-ის ხელმისაწვდომობამ საბოლოო ჯამში მსოფლიოს უმსხვილეს კორპორაციებს შეიძლება მოუტანოს გაცილებით მეტი სარგებელი. კონკრეტულად, შესაძლებელია ხარჯების შემცირება და უსაფრთხოების გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ HSBC-ი გასულ წელს აქტიურად ეძებდა ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.

2017 წლის მარტში HSBC-ი ჰონგ-კონგის ცენტრალურ ბანკთანაც კი პარტნიორობა, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული, ერთობლივი კონცეფცია ჩამოეყალიბებინათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი