LG-მ Blockchain-ით აღჭურვილი სერვისის მიწოდება დაიწყო

0
1525

სამხრეთ კორეულმა LG Corporation-ის შვილობილი კომპანიამ LG CNS-მა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებას ეწევა, ცოტა ხნის წინ დაიწყო საკუთარ Blockchain-ით აღჭურვილი სერვისის მიწოდება.

LG CNS-ის Blockchain პლატფორმა Monachain-ი მიზნად ისახავს ფინანსურ, საწარმოო და საკომუნიკაციო დარგებში Blockchain-ზე დაფუძნებულ სხვადასხვა მომსახურეობის მიწოდებას.

Monachain- ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ციფრული ავტორიზაციის სისტემაა, ასევე ის არის ციფრული ვალუტისა და ციფრული მიწოდების ჯაჭვის მართვის ინსტრუმენტი.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, Monachain-ი ახალი ტიპის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, დეცენტრალიზებული იდენტიფიკატორი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს პერსონალური იდენტიფიკაციისა და ონლაინ გადახდებისთვის.

Monachain-ი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გახსნას ციფრული საფულე და განახორციელოს ფინანსური ოპერაციები.

“კიდევ უფრო მეტიც, Monachain-ი შეიძლება დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს პროდუქტიულობის ზრდაში, რადგან კომპანია უზრუნველყოფს ციფრული მიწოდების ჯაჭვის მართვის სისტემას, რაც საშუალებას აძლევს მომწოდებლებს უზრუნველყონ მთელი წარმოების დამუშავება უფრო ეფექტურად”,- განაცხადა LG CNS-ის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი