მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც შაბათს ნახევარი ტრილიონთან ახლოს მივიდა Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ახლა 429 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა.
7 მაისს ბიტკოინის კურსი დაახლოებით, 9.226 დოლარზე იყო, რაც ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 3%-ით დაიწია.
ეთერიუმის ღირებულება 7 მაისს 703 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტამ, თითქმის, 8%-ით დაიკლო ბოლო 24 საათის განმავლობაში. ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია დღეს ეთერიუმის უსაფრთხოების კლასიფიცირებას გეგმავს. თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამის შესახებ პროგნოზები ჯერჯერობით არ კეთდება.
ბიტკოინ Cash-ის კურსმაც შთამბეჭდავი მიღწევების შემდეგ კვლავ დაიკლო. კრიპტოვალუტის ღირებულება 1.617 დოლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ზე მეტით დაიკლო.
უნდა აღინიშნოს, რომ კვირის ანალიზის პროგნოზირებისას ექსპერტები ამ კვირაში კრიპტოვალუტების ფასის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. გარდა ამისა, წინა კვირას კრიპტოვალუტის კურსზე საკმაოდ პოზიტიურად იმოქმედა Goldman Sachs-ის განცხადებამ, რომელიც კრიპტობირჟის გახსნას ეხებოდა.