ანალიტიკოსი ტომ ლი: მირჩევნია ინვესტიცია ბიტკოინში ჩავდო, ვიდრე ნებისმიერ ალტკოინში

0
3449

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ მედიას განუცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს ბიტკოინის ყიდვას.

CNBC-სთან საუბრისას ლიმ განაცხადა, რომ ურჩევინია “ახალი ფული” ბიტკოინში დააბანდოს ვიდრე, ნებისმიერ ალტკოინში.

“თუ დღეს “ახალ ფულს” ვდებ რაიმეში, მე უფრო დაინტერესებული ვიქნები ისეთი საქონლის ყიდვით, რომელსაც ფასის ზრდის პოტენციალი გააჩნია”, – აღნიშნა ტომ ლიმ.

ტომ ლის განცხადება ბიტკოინისა და ბიტკოინ Cash-ის მომხმარებლებს შორის ჩამოვარდნილ დავას ეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ბიტკოინი 2.4%-ით დაეცა. ბიტკოინ Cash-ი გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც კრიპტოვალუტამ 24 საათში ღირებულების დაახლოებით, 17% დაკარგა.

ტომ ლის კომპანიამ Fundstrat Global Advisors-მა ამ კვირაში კვლავ განაგრძო ბაზრისა თუ სხვადსხვა ფინანსური მოთამაშის კვლევა. კვლევამ აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე კომანიებისა თუ კერძო პირების 80%-ს სჯერა, რომ 2018 წლის პირველ მეოთხედში კრიპტოვალუტის კურსის დაცემა დასრულებულია.

კრიპტოსაქმიანობით დაკავებულ ადამიანთა უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 10.000-დან 20.000 დოლარის შუალედში იმერყევებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი