კრიპტოვალუტის კურსის რყევა: 17 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
4097

კრიპტოვალუტის ბაზარი პოზიციებს ინარჩუნებს და ამასთანავე, ცდილობს 13 აპრილის შედეგზე დაბრუნდეს.

გასულ კვირის 13 რიცხვში ეთერიუმმა და ბიტკოინმა მნიშვნელოვნად შეძლეს ფასის მომატება. ბიტკოინი 8000 ხოლო, ეთერიუმი 500 დოლარის მაჩვენებელზე იყო.

გუშინ, კრიპტოვალუტების კურსი უმნიშვნელოდ დაეცა.

თუმცა, გარკვეული დროით ბიტკოინმა მოახერხა და 8000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 1.5%-ით მომატება შეძლო. ამ დროს ბიტკოინი 8120 დოლარი ღირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს, მისი ფასიც გაიზარდა დაახლოებით, 2%-ით. ამჟამად, ეთერიუმი 515 დოლარი ღირს.

coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 332 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 16 აპრილის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით, 3%-ით არის გაზრდილი.

კრიპტოვალუტის ბაზრის გაფართოება შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ს მიერ კრიპტოვალუტის ბეგარის ფასის დაწევამ. Wall Street-ის სტრატეგიების სპეციალისტი ტომ ლი აღნიშნავს, რომ ეს არის კრიპტოვალუტის ბეგარის მოხსნისკენ გადადგმული ნაბიჯი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი