საკრედიტო რეიტინგის კომპანიამ Moody’s Investor Service-მა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიით საზღვრებს მიღმა ოპერაციებმა შესაძლოა, შვეიცარიის ბანკები უფრო მეტად დააზიანოს, ვიდრე უცხოური.
შვეიცარიის საბანკო სექტორის შემოსავლის ნახევარი საკომისიოებისგან შედგება. ამიტომ შვეიცარია ფულის დაკარგვის რისკის ქვეშ უფრო მეტად დგას.
აღნიშნულ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ Blockchain-ით საზღვრის მიღმა ტრანზაქციების იაფი და სწრაფია.
შვეიცარია მესამეა, ბრიტანეთისა და ბელგიის შემდეგ, Moody-ის ქვეყნების რეიტინგეით, რომელიც უდიდეს საზღვარგარეთულ გადარიცხვებს ახორციელებს. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ლუქსემბურგი და ჰონგ-კონგი.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა კრიპტოვალუტის, Blockchain-ისა და პირველადი მონეტარული შეთავაზებებისთვის მეგობრულ ზონად.
მნიშვნელოვანია, რომ აპრილში, შვეიცარიის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიას საზღვარგარეთ გადარიცხევბის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შეეძლო.