Market

რა არის XYO და რატომ გაიზარდა მისი ფასი?

XYO-blokcheini

XYO არის დეცენტრალიზებული გეოლოკაციური მონაცემების ქსელი, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებით ზუსტ ლოკაციებს უზრუნველყოფს. მისი მიზანია, გაამარტივოს რეალურ სამყაროში ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული სერვისები, როგორიცაა ლოჯისტიკა, სადაზღვევო პროვაიდერები და სხვა ინდუსტრიები.

რატომ გაიზარდა XYO-ს ფასი?

📌 სტრატეგიული დანიშვნა – პროექტმა Sky Wee სტრატეგიულ მრჩევლად დაიქირავა. Wee არის Forbes Business Council-ის წევრი და Binance-ის ოფიციალური ინფლუენსერი, რაც აძლიერებს პროექტის პოზიციას.

📌 Layer-1 ბლოკჩეინის მოლოდინი – XYO Layer One, რომელიც 2025 წლის პირველ კვარტალში გაეშვება, სხვადასხვა სექტორისთვის მოიტანს მრავალჯაჭვიან მხარდაჭერას და DePIN ეკოსისტემას.

📌 ახალი ლისტინგი – XYO-მ თურქულ კრიპტობირჟა Bitci-ზე დაილისტა, სადაც ვაჭრობა შესაძლებელია თურქულ ლირასა და USDT-სთან.

📌 Tesla-სთან შესაძლო თანამშრომლობა – ბაზარში ჭორები დადის, რომ XYO შესაძლოა Tesla-სთან შეთანხმებას დებს.

ტექნიკური ანალიზის მიხედვით, XYO-მ ჩამომავალი ტრენდის ზღვარი გადალახა, რაც შესაძლო ზრდაზე მიუთითებს. თუ ტრენდი გაგრძელდა, ალტკოინი შესაძლოა $0.055–$0.066 დიაპაზონში მოექცეს, ხოლო წლის ბოლომდე $0.10–$0.20-საც მიაღწიოს.

შენიშვნა: სტატია გათვალისწინებულია საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.