სასამართლო ექსპერტმა Celsius-ის შესახებ ანგარიში წარადგინა

0
929

სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტმა, თავისი ანგარიში კრიპტოკომპანია Celsius-ის გაკოტრების შესახებ ცოტა ხნის წინ წარუდგინა სასამართლოს. გაკოტრების განაცხადი კომპანიამ გასული წლის 29 სექტემბერს შეიტანა და მას შემდეგ წარმოებს მოკვლევა.

აღნიშნული ბოლო დასკვნა 470 გვერდისაგან შედგება და ყველა საჭირო ასპექტს მოიცავს გაკოტრების საქმის გარშემო.

პილაი არის ყოფილი ფედერალური პროკურორი და იურიდიული კომპანია Jenner & Block-ის პარტნიორი. მან დაათვალიერა, თუ როგორ ინახებოდა მომხმარებლის კრიპტოვალუტა Celsius-ზე, კომპანიის საჯარო წარმომადგენლობების სიზუსტე, გამოიყენებოდა თუ არა ახალი დეპოზიტები არსებული მომხმარებლების გადასახდელად, ასევე გადაამოწმა კომპანიის მაინინგ ბიზნესის სტატუსი და გადასახადების დაცვის პროტოკოლები.

„Celsius-მა თავი ალტრუისტულ ორგანიზაციად აქცია. კულისებში, Celsius-ი თავის ბიზნესს იმისგან სრულიად განსხვავებულად აწარმოებდა, ვიდრე ის მის მომხმარებელსა და საზოგადოებას ამცნობდა თავის ანგარიშებში”,- განაცხადა პილაიმ.

პილეიმ აღმოაჩინა, რომ კომპანიამ მას შემდეგ, რაც 2018 წელს ვერ მოიზიდა 50 მილიონი დოლარი და მისი ფონდი 32 მილიონზე დაიხურა, დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება. Celsius-ის საზოგადოებას არ დეფიციტის შესახებ არ აცნობეს. არც დამფუძნებელმა ალექს მაშინსკიმ შეასრულა დაპირება, რამაც საბოლოო ჯამში კომპანია კოლაფსამდე მიიყვანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი