ამერიკელმა კანონმდებლებმა Silvergate-ს ისევ წერილით მიმართეს

0
972

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატების რამდენიმე სენატორმა დაწერა წერილი, რომელშიც პასუხები მოითხოვა Silvergate Capital-ისგან, Silvergate Bank-ის მშობელი კომპანიისგან, კრიპტოვალუტის ბირჟის FTX-ის დაშლასთან დაკავშირებით.

Bloomberg-ის თანახმად, ამერიკელმა სენატორებმა, მათ შორის ელიზაბეტ უორენმა, როჯერ მარშალმა და ჯონ კენედიმ, განაცხადეს, რომ Silvergate-მა კითხვებს სრულად არ უპასუხა, რომელიც მათ დეკემბრის თვეში გაუგზავნეს ბანკს, ამიტომ კიდევ ერთი წერილით მიმართეს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ჯერზე Silvergate-მა წერილში არსებულ კითხვებზე პასუხის სრულად გაცემას კონფიდენციალური საზედამხედველო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით აარიდა თავი და ამაზე სენატორებაც განაცხეს, რომ ეს სრულიად მისაღები მიზეზი იყო, მაინც უფრო ნათელ და საზოგადოებისათვის გასაგებ პასუხებს ელოდნენ სენატორები.

„როგორც კონგრესს, ისე საზოგადოებას სჭირდება და იმსახურებს საჭირო ინფორმაციას Silvergate-ის როლის გასაგებად FTX-ის თაღლითურ საქმიანობაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Silvergate-მა ფედერალური სესსხების ბანკს მიმართა, როგორც უკანასკნელ იმედს 2022 წელს“, – ნათქვამია წერილში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი