Nexo ბულგარეთის მთავრობას უჩივის

0
873

კრიპტო კრედიტორი Nexo ჩივილს გეგმავს. საქმე ბულგარეთის ოფისის დარბევას ეხება.

კრიპტოვალუტის კომპანია Nexo გეგმავს უჩივლოს ბულგარეთის მთავრობას სოფიაში კომპანიის ოფისებში მასიური რეიდების შემდეგ.

მიმდინარე გამოძიების მიზეზით ბულგარეთში, კერძოდ დედაქალაქ სოფიაში დარბეული Nexo-ს ოფისები, მშვიდად ყოფნას არ აპირებენ. ოფისების წარმომადგენლები ბრალდების საპასუხო საჩივარის შეტანას გეგმავენ სასამართლოში.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება, რომელიც პოლიციის მხრიდან მიყენებული ზარალის მიზეზით იქნება გამყარებული. ისინი ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ბრალდებაში აღნიშნული იქნება ის გარემოებაც, რომ ბრალდემბლები კომპანიის წარმომადგენლებს არ წარუდგენენ ჩხრეკის ორდერს და ისე ახორციელებდნენ ჩხრეკას, მაშინ როდესაც პოლიცია ვალდებულია ჩხრეკის დაწყებამდე წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც სასამართლოს მიერ იქნებოდა გაჩემული და დადასტურებული.

Nexo-ს მიაჩნია, რომ მის ოფისებში ჩატარებული რეიდები იყო კანონსაწინააღმდეგო, რომელიც ამ სამარცხვინო ქმედების ჩამტარების სრულ არაკომპეტენტურობას წარმოაჩენდა.

Nexo-მ ასევე განაცხადა კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, რომ დარბევის სავარაუდო მიზანი ბიზნესის განადგურება იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი