Miss Universe-ის კონკურსანტი სალვადორს ბიტკოინით ინსპირირებული კოსტუმით წარმოადგენს

0
822

მსახიობი და მოდელი ალეხანდრა გუაჯარდო 2023 წლის “მის სამყაროს” კონკურსზე სალვადორს წარმოადგენდა.

მისი ნაციონალური კოსტუმი, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და მინზნებს, სურვილებს წარმოაჩენს საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კრიპტო სამყაროსათვის. წინაშესარჩევ ტურში ალეხანდრას გადაღებებზე ეცვა კოსტიუმი, რომელზეც ბიტკოიის დიდი ლოგო და კაკაოს მარცვლები იყო გამოსახული.

ეს ფოტო მოდელმა თავის ინსტაგრამ გვერდზე დადო და სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე მონიშნა. როგორც ვიცით, ბიტკოინი სალვადორის ეროვნული ვალუტა სულ ცოტა ხნის წინ გახდა.

“ეს წარმოადგენს სალვადორის ვალუტის ისტორიას”, – ასე გამოაცხადა კონკურსანტი გამოსვლამდე “მის სამყაროს” წამყვანმა.

2021 წელს სალვადორი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა ბიტკოინი კანონიერ გადახდის საშუალებად.“ – დასძინა წამყვანმა.

აღნიშულ კოსტუმზე ფრანსისკო გერერომ იმუშავა. სალვადორში ახლეხანდრას სცენაზე გამოსვლის პარალელურად თან სდევდა ქვეყნის პარლამენტის მიერ ბიტკოინის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი