ბულგარეთში პოლიციამ Nexo-ს ოფისები დახურა

0
869

კრიპტოვალუტის გამსესხებელი Nexo უფრო მეტ ზეწოლას განიცდის მარეგულირებლების მხრიდან, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოფისები, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში პოლიციის ყურადღების ქვეშ მოექცა.

“პროკურორების, გამომძიებლებისა და უცხოელი აგენტების ჯგუფმა დაიწყო Nexo-ს ოფისების ჩხრეკა ბულგარეთის დედაქალაქში”,- იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Standart-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მიზნად ისახავდა ფართომასშტაბიან ფინანსურ კრიმინალურ სქემას, რომელიც, სავარაუდოდ, გულისხმობდა ფულის გათეთრებას და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დარღვევას.

ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის წყაროებზე დაყრდნობით, მოხსენებაში ნათქვამია, რომ Nexo აღნიშნულ სქემაში გარკვეულწილად იყო ჩართული, რის გამოც პოლიციამ ოფისები დახურა.

ტელევიზიამ ასევე ხაზი გაუსვა Nexo-ს სავარაუდო კავშირებს ბულგარეთის მთავრობასთან და დააკონკრეტა, რომ Nexo-ს თანადამფუძნებელი იყო ყოფილი პარლამენტის წევრი ანტონი ტრენჩევი და გეორგი შულევი.

Nexo-მ სწრაფი რეაგირება მოახდინა უახლეს ამბებზე და Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ კომპანია მკაცრად იცავს კრიპტოვალუტისათვის დადგენილ მარეგულირებელ სისტემას. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციები არ დაურღვევიათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი