აბუ-დაბიში დაფუძნებული Venom Foundation-ი ფონდს Web3-ისა და Blockchain-ისთვის შექმნის.
აბუ-დაბიში დაფუძნებული Blockchain პლატფორმა Venom Foundation-მა და ინვესტიციების მენეჯერმა Iceberg Capital-მა განაცხადეს, რომ ისინი ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფენ Web3 და Blockchain ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების დასახმარებლად და საპარტნიოროდ.
Venom Ventures Fund-ი ინვესტირებას აპირებს პროტოკოლებსა და Web3 დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApps), რომლებიც ორიენტირებულია გადახდებზე, აქტივების მართვაზე, დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi), ასევე GameFi პროდუქტებსა და სერვისებზე.
ფონდი, რომელიც ამ თანხებს მიიღებს და გაანაწილებს, აერთიანებს layer-1 Blockchain-ის გადაწყვეტის, Venom Foundation-სა და Abu Dhabi Global Market (ADGM) საინვესტიციო მართვის ფირმას. პატრნიორობებს შორის Iceberg Capital-ი არის დასახელებული.
ეს უკანასკნელი შეეცდება გამოიყენოს არსებული ქსელი, რათა მომხმარებელს და პარტნიორებს, მის ხელთ არსებული ინკუბაციური პროგრამები და ინდუსტრიის კავშირები შესთავაზოს.
Iceberg Capital-ი მართავს ფონდს, ახორციელებს ინვესტირებას პროექტებსა და კომპანიებში, რომელთაც წინასწარი და სერიის დაფინანსების რაუნდების მეშვეობით აკეთებს. პარტნიორობა მიზნად ისახავს Blockchain-ის, DeFi-ი, Web3-ი პროდუქტებისა და სერვისების გონივრულ ვადაში დაჩქარებას.