სალვადორი ბიტკოინით მხარდაჭერილ ობლიგაციებს გამოუშვებს

0
889

სალვადორმა მიიღო მნიშვნელოვანი კრიპტო კანონპროექტი, რომელიც გზას გაუხსნის ბიტკოინის მხარდაჭერით ობლიგაციების გამოშვებას.

სალვადორმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინით მხარდაჭერილი ობლიგაციის სუვერენული ვალის გადაფარვას. ეს ობლიგაციები „ბიტკოინის ქალაქის“ მშენებლობისთვის არის დაგეგმილი.

კანონპროექტს 62 მომხრე და 16 მოწინააღმდეგე ჰყავდა. პროექტი კანონი გახდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბუკელეს რატიფიცირებას გაივლის.

სალვადორის ბიტკოინის ეროვნულმა ოფისმა კანონპროექტის მიღება 11 იანვარს Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მალე დაიწყებს ობლიგაციების გამოშვებას.

კრიპტო ბირჟის Bitfinex-ის თანახმად, რომელიც არის ობლიგაციების ტექნოლოგიის მიმწოდებელი, Volcano Bond-ი ან Volcano Tokens-ი საშუალებას მისცემს სალვადორს, მოიზიდოს კაპიტალი თავისი სუვერენული ვალის გადასახდელად, დააფინანსოს “ბიტკოინის ქალაქი” და შექმნას ბიტკოინის მაინინგ ინფრასტრუქტურა.

ობლიგაციების ე.წ. აღმწერი მიღებულია ქვეყნის “ბიტკოინის ქალაქის” მდებარეობიდან, რომელიც უნდა გახდეს განახლებადი კრიპტო-მაინინგის კერა, რომელიც იკვებება ჰიდროთერმული ენერგიით ახლომდებარე კონჩაგუას ვულკანიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი