Miami-Dade FTX-ის რეკლამას მოხსნის

0
821

მაიამი მალე დაიწყებს FTX-ის სარეკლამო ბრენდის მოხსნას Miami Heat-ის არენიდან, მას შემდეგ რაც დელავერში არსებული სასამართლოდან ნებართვას მიიღებს.

ოლქის ოფიციალურმა პირებმა 2021 წელს 135 მილიონი დოლარის გარიგება დადეს კრიპტოვალუტის ბირჟასთან, რომელიც NBA არენისათვის „FTX Arena“-ს განვითარების შესაძლებლობას გულისხმობს.

ამ სარეკლამო გარიგებაში სხვა უამრავი რამაც მოიაზრებოდა.

ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა მას შემდეგ, რაც გასულ წელს FTX-მა სასამართლოში გაკოტრების შესახებ შეიტანა განაცხადი.

პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა “არენის” წარმომადგენლები აღარ დაელოდნენ საქმის წარმოების გაჭიანურებულ პროცესს და შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს.

მოსამართლე დიდი ალბათობით დააკმაოფილებს შუამდგომლობას, რადგან სარეკლამო ტექსტები, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დახვდება მაყურელებს აღარ შეიცავს ვალიდურ ტექსტებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი