ესპანეთის საგადასახადო სააგენტომ კომპანიებისგან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მონაცემები გამოითხოვა

0
3412

ესპანეთის საგადასახადო სააგენტომ 60 კომპანიას, რომელიც კრიპტოვალუტასთან ასოცირდება, ინფორმაციის მოთხოვნა გაუგზავნა სხვადასხვა მონაცემის მიღების შესახებ. აღნიშნულ 60 კომპანიას შორის არის ფინანსური ფირმები, რომლებიც კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად აღიარებენ.

ამის შესახებ ადგილობრივი, ყოველდღიური გამოცემა El Economista იტყობინება.

El Economista აღნიშნავს, რომ საგადასახადო სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს კრიპტოვალუტის ბაზრების შესწავლა, რათა სამომავლოდ შექმნას პოტენციური მარეგულირებელი სტრუქტურა.

კომპანიებს სთხოვეს წარმოადგინონ კრიპტოვალუტის ანგარიშების ფლობის დეტალები და კრიპტოვალუტის ტრანზაქციების სიხშირე. კრიპტოვალუტის ბირჟებმა ძირითადად განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტით მოვაჭრეების ევროში ტრანზაქციები იდენტიფიცირებულია.

ორმოცი კომპანია, რომელიც კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად აღიარებს სააგენტო დეტალურად ითხოვს მათგან საბუღალტრო ჩანაწერებს და ასევე, ბირჟების კრიპტომომხმარებლების იდენტიფიცირებას.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სახალხო პარტიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კანონმდებლობა, რომელიც საგადასახადო შეღავათებს აძლევს იმ კომპანიებს, რომლებიც იყენებენ Blockchain-ს განხილვის პროცესშია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი