ჩინეთში რეგულირებადი NFT პლატფორმა მუშაობას დაიწყებს

0
809

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების Sina News-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთი 2023 წლის პირველ იანვარს გამოუშვებს თავის პირველ რეგულირებულ პლატფორმას NFT-ის ვაჭრობისთვის.

NFT-ების გარდა, პლატფორმა ასევე ხელს შეუწყობს ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული საავტორო უფლებებით ვაჭრობას. პროექტი მიზნად ისახავს NFT ბაზრებზე გადაჭარბებული სპეკულაციების დარეგულირებას.

„ინდუსტრიის ზედამხედველობისა და რეგულირების თვალსაზრისით, ციფრული ვალუტები წარმოადგენს კომერციის ახალ ფორმას. კანონების, რეგულაციებისა და საზედამხედველო პოლიტიკის შესახებ ბევრი რამ რჩება დასახვეწი. აქედან გამომდინარე, არსებობს გაურკვევლობა.

პლატფორმებს ეკისრებათ მკაფიო პასუხისმგებლობა ციფრული ვალუტებზე. ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და ციფრულ საავტორო უფლებებთან შედარებით, ციფრული ვალუტები მარეგულირებელი სიმტკიცეს არღვევს”,- განაცხადა ექსპერტმა, იუ ჯიანინგმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა წარმატებით დაინერგა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი