ნიგერია ციფრული ვალუტის შესახებ კანონს მიიღებს

0
477

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიის მთავრობა მალე მიიღებს კანონს, რომელიც ბიტკოინის გამოყენებას აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნიგერიაში დაფუძნებულმა Punch Newspapers-მა გაავრცელა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ თუ ინვესტიციების და ფასიანი ქაღალდების შესახებ 2007 წლის კანონპროექტი ხელმოწერილი იქნება, ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიას აღიაროს კრიპტოვალუტა და სხვა ციფრული ფონდები, როგორც კაპიტალი ინვესტიციისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიამ კრიპტოვალუტით ვაჭრობა 2021 წლის თებერვალში აკრძალა. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა (CBN) ნიგერიის კრიპტო ბირჟებს და სერვისის პროვაიდერებს უბრძანა, რომ შეეწყვიტა საქმიანობა. ბანკებს კი დაევალა ყველა კრიპტო ანგარიშის დახურვა.

დღეს კი ბიტკოინის მიღებისთვის ქვეყანა ვალდებულია, რომ კანონი შეცვალოს.

ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების იურიდიული აღიარების მინიჭების გარდა, კანონი ასახავს ნიგერიის ცენტრალური ბანკის და ნიგერიის ფასიანი ქაღალდების ბირჟის კომისიის (SEC) მარეგულირებელ როლებს ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ საკითხებში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი