ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს

0
425

ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ინვესტორები, რომლებიც იყენებენ KuCoin-ს გააფრთხილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირჟა იურიდიული რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

„ამან შეიძლება გაზარდოს კლიენტების მიერ ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსებაში ჩართვის რისკი“, – ამბობს De Nederlandsche Bank-ი.

განცხადებაში ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ MEK Global Limited, რომელიც ახორციელებს ბიზნესს ნიდერლანდებში KuCoin-ის სახელით, არ შეესაბამება ქვეყნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელ სისტემას.

De Nederlandsche Bank-მა დაამატა, რომ კრიპტო კომპანია მომხამრებლებს არალეგალურ მომსახურებას სთავაზობდა.

2017 წელს გამოშვებული KuCoin-ის სათაო ოფისი მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე. უნდა აღინიშნოს, რომ KuCoin-ი იყო მარეგულირებლებისა და კანონმდებლების შემოწმების საგანი კრიპტო ბაზრის ვარდნისა და FTX-ის დაშლის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ ივლისში აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი ლიუმ, უარყო ჭორები გადახდისუუნარობის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი