Voyager Digital-ის მომხმარებლებმა შესაძლოა, თანხების ნაწილი დაიბრუნონ

0
898

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, გაკოტრებული კრიპტო კრედიტორის Voyager Digital-ის მომხმარებლებმა შესაძლოა, შეძლონ თავიანთი ანგარიშების ღირებულების 72%-ის აღდგენა FTX US-თან სავარაუდო გარიგების საფუძველზე.

თუმცა, შეერთებული შტატების გაკოტრების საქმის მოსამართლემ, მაიკლ უილსმა, სასამართლო სხდომის დროს განაცხადა, რომ სავარაუდო გაყიდვა არ იქნება საბოლოო, სანამ არ მიიღებს Voyager-ის კრედიტორების თანხმობას. მხოლოდ ამის შემდეგ მოახდენს ის გაკოტრების გეგმის დამტკიცებას.

”თუ გეგმა ჩაიშლება, ამ შეთანხმების ვერცერთი ნაწილი ვერ გადარჩება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამის მიზეზი კი შეთანხმების ერთ-ერთი ფუნქციაა, სახელწოდებით “fiduciary out”, რომელიც Voyager-ს საშუალებას აძლევს გააუქმოს გარიგება FTX-თან, თუ წარმოდგენილი იქნება რაიმე შეთავაზება, რომელიც უკეთეს შედეგს შესთავაზებს კრედიტორებს.

პუნქტი ხშირად შედის გაკოტრების საქმეებში, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს განიხილონ უფრო მაღალი შეთავაზებები გაყიდვის დასრულებამდე, რათა კრედიტორებისთვის საუკეთესო გარიგების დადება შეძლონ.

ვოიაჯერმა ადრე მიანიშნა, რომ მისი კლიენტები შესაძლოა FTX პლატფორმაზე გადავიდნენ. მიუხედავად ბოლოდროინდელი სარფიანი გარიგების წარმოებისა, რის შედეგადაც კომპანიამ 1.4 მილიარდი დოლარის მოზიდვა მოახერხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი