პირველადმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ სამხრეთ კორეაში ყველა კრიპტოვალუტის ბირჟა კანონიერ ოპერაციებს ახორციელებდა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი კრიპტოვალუტები არის ის ფაქტორი, რომელიც ციფრული ვალუტების ბირჟების დაშლას ხელს უწყობს.
Crypto Exchange FTX-მა და მისმა 130 შვილობილმა კომპანიამ, ცოტა ხნის წინ, გაკოტრების შესახებ განაცხადეს. საქმე FTX Token-ის ფასის დავარდნას ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟებს ეკრძალებათ ტოკენების გამოშვება, როგორც ჩანს, გარკვეულ დარღვევებს აქვს ადგილი.
პირველადმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ყველა ბირჟა საერთო ჯამში კანონისა და რეგულაციების სრული დაცვით ოპერირებდა.
თუმცა ფინანსური სერვისების კომისიის (FSC) სპიკერმა განაცხადა, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული მოკვლევის ჩატარება, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ეჭვები ადგილობრივი წარმოების ტოკენებთან.
ამ ეტაპზე Flata Exchange არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს გამოძიება FLAT ტოკენის შესახებ.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ისეთი მსხვილი ბირჟები, როგორიცაა Upbit-ი და Bithumb-ი კანონის სრული დაცვით ოპერირებს. ამ ეტაპზე, გამოძიება უფრო მეტად ორიენტირებულია მცირე ბირჟებზე.