ევროპარლამენტის კომიტეტმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი მიიღო

0
824

ევროპარლამენტის ეკონომიკური და მონეტარული საკითხთა კომიტეტის პოლიტიკის შემქმნელებმა (ECON) ევროსაბჭოში კენჭისყრის შემდეგ კრიპტოვალუტების სავაჭრო ბაზრების ჩარჩო-რეგულაციები დაამტკიცეს.

ECON-ის წევრმა შტეფან ბერგერმა დაადასტურა, რომ კომიტეტმა მიიღო MiCA-ს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებების შედეგი იყო.

საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა აღნიშნული კრიპტო პროექტი კენჭისყრაზე 28 მომხრე და ერთი წინააღმდეგი ხმების უმრავლესობით მიიღეს. ამის შემდეგ იქნება საბოლოო ეტაპი, რომელიც მალე ევროპარლამენტის კენჭისყრაზე გადაცემითა და იქ განხილით დასრულდება.

ინიციატივა MiCA, რომელიც ევროკომისიას პირველად 2022 წლის სექტემბერში წარუდგინეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისათვის კრიპტოვალუტების თანმიმდევრული მარეგულირებელი სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.

შემოთავაზებულმა კანონმა უამრავი საფეხური გაიარა, იქნებოდა ეს სამართლებრივი, ლინგვისტური და შესაბამისობის შემოწმება.

ამის შემდეგ ყოველმხრივ შესწორებული ტექსტი გამოქვეყნდა და შევიდა ევროკომისიაში განსახილველად, რის შემდეგაც ის ევროპარლამენტს გადაეცემა და დამტკიცების შემთხვევაში 2024 წელს შევა ძალაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი