ბრაზილიის ერთ-ერთი ქალაქი კრიპტო გადახდებს მიიღებს

0
991

გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, რიო-დე-ჟანეიროს მთავრობა ეძებს კრიპტო კომპანიებს, რათა 2023 წელის საგადასახადო სეზონი კრიპტო მეგობრული გახადოს.

ეს პროექტი ბრაზილიის მასშტაბით არსებულ გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ტრადიციულ ვალუტასთან ერთად ციფრული ფულიც გამოიყენონ გადასახადების გადასახდელად. ამ ნაბიჯით რიო გახდება პირველი ბრაზილიის ქალაქი, რომელიც ციფრული ვალუტების გადასახადების გადასახდელად მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ გადასახადის გადამხდელებს ერთზე მეტი ციფრული ვალუტის სახეობით შეეძლებათ გადახდა, რაც მომავალში მათ საშუალებას მისცემს სხვადასხვა სახის გადასახადები გადაიხადონ.

განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიები, რომლებსაც სურთ მომსახურების გაწევა, უნდა დარეგისტრირდნენ მერიაში, რათა ბრაზილიის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდნენ.

დაქირავებული კომპანიები უზრუნველყოფენ კრიპტოვალუტის გადახდის სერვისებს და კრიპტოვალუტას ტრადიციულ ვალუტად გადააქცევენ. თანხები რიოს მერიაში გადაირიცხება ადგილობრივი ვალუტით გადასახადის გადამხდელებისთვის დამატებითი ხარჯების გარეშე.

„რიო დე ჟანეირო გლობალური ქალაქია. ამიტომ, ჩვენ თვალს ვადევნებთ ტექნოლოგიასა და ეკონომიკურ მიღწევებს ციფრული ფინანსური აქტივების სამყაროში. ჩვენ მომავალს ვუყურებთ და გვინდა გავხდეთ ქვეყნის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი. ჩვენი ქალაქი პირველია ბრაზილიაში, რომელიც გადასახადის გადამხდელებს მსგავს სერვისს სთავაზობს”,- განაცხადა მერმა ედუარდო პაესმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი