Konami NFT-ითა Web3-ით დაინტერესდა

0
860

იაპონური თამაშების გიგანტი კომპანია Konami ცდილობს გააფართოვოს თავისი კრიპტოვალუტის ფონდი, რომელიც, თავის მხრივ, ყურადღებას აქცევს Web3-ისა და NFT-ის გამოცდილების გაზიარებისკენაა მიმართული.

სათამაშო გიგანტი არის უახლესი მსხვილი კომპანიების სიაში, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს გაზარდონ Web3 შეთავაზებები საკუთარ პლატფორმებზე.

Konami-მ განაცხადა, რომ ის აწარმოებს კვლევასა და განვითარებას, რათა ჩართოს “უახლესი ტექნოლოგიები” თავის თამაშებსა და შინაარსში.

კომპანიამ ასევე დასძინა, რომ მისი გეგმები NFT სავაჭრო პლატფორმის შექმნასაც ითვალისწინებს, სადაც მოთამაშეებს თავიანთ თამაშებში არსებული ციფრული ნივთებით ვაჭრობა შეეძლებათ.

კომპანია კარგად არის ცნობილი მოთამაშეების ტრადიციულ წრეებში.

Konami რამდენიმე ვაკანტური ადგილის შევსებას ელოდება, მათ შორის არის სისტემის ინჟინრების, პროგრამისტების, პროექტის მენეჯერების, დიზაინერებისა და დირექტორების ვაკანსია, რომლებიც კომპანიის Web3 საწარმოში დასაქმდებიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი