ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია: ზოგიერთი კომპანია ბაზრით მანიპულირებს

0
974

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) Hydrogen Technology Corporation-ისა და Moonwalkers Trading Limited-ის ბრალდებები წაუყენა.

საქმე ეხება ტოკენების ვაჭრობის მოცულობასა და ფასით მანიპულირების სავარაუდო სქემას.

ცოტა ხნის წინ SEC-მა განაცხადა, რომ Hydrogen-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ როს კეინმა, დაიქირავა Moonwalkers და მისი აღმასრულებელი დირექტორი ტაილერ ოსტერნი, რათა შეექმნათ ბაზრის ძლიერი აქტივობის ყალბი იერსახე.

მოგვიანებით კეინმა Hydrogen-ის სახელით გაბერილი ფასებით გაყიდა ტოკენები და 2 მილიონი დოლარის შემოსავალი ნახა.

„როგორც ჩვენ ვამტკიცებთ, ბრალდებულებმა ისარგებლეს მათი მანიპულირებით Hydro-ს ბაზრის აქტივობის არასწორი სურათის შექმნით. SEC მოწოდებულია უზრუნველყოს სამართლიანი ბაზრები ყველა სახის ფასიანი ქაღალდისთვის და ბაზრით მანიპულირების გამოვლენას ის მომავალშიც გააგრძელებს“, – განაცხადა ჯოზეფ სანსონემ, SEC აღსრულების სამმართველოს ბაზრის ბოროტად გამოყენების განყოფილების ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი