ტაილანდის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Bitkub-ი ქვეყნის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყურადღების ქვეშ მოექცა.
მიზეზი პლატფორმაზე “ხელოვნური ვაჭრობის” მოცულობის გაყალბებაა.
ტაილანდურმა SEC-მა კრიპტოვალუტის ბირჟისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ გამოსცა ბრძანება.
როგორც ცნობილი გახდა, კრიპტო პლატფორმა ფულის გაეთეთრების საქმეშიც იყო ჩართული.
ამასთან ერთად ბირჟა და ამ სქემაში ჩართული ადამიანები ახორციელებდნენ ერთი და იმავე აქციების ყიდვასა და გაყიდვას, რაც ხელოვნურად ზრდიდა ბირჟის ტრანზაქციების მარჟას. ეს კი მათი მხრიდან ბაზრის მანიპულირების საშუალებას იძლეოდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს ტაილანდური წამყვანი ბირჟის მიმართ უკვე მეორე სააღსრულებო ჯარიმაა.
როგორც ცნობილია, Bitkub Capital Group Holdings-ის თავმჯდომარე Sakolkorn Sakavee დაჯარიმდა 216,000 დოლარით და აეკრძალა ფირმაში მენეჯერული პოზიციის დაკავება ერთი წლით.
ამჯერად, ტაილანდურმა SEC-მა ბირჟისათვის და იმ ორი პირის მიმართ ვინც ჩართული იყო ზემოაღნიშნულ თაღლითურ სქემაში, 600,000 დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა მოითხოვა და ასევე ამ პირებისათვის ექვსი თვით სამუშაო ლიცენზიის შეჩერება.