ჯერომ პაუელი: DeFi-ს რეგულაცია სჭირდება

0
998

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ცოტა ხნის წინ, გამართულ ღონისძიებაზე დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) გაფართოებასა და მის გავლენაზე საუბრობდა, რომელსაც იგი ტრადიციულ ფინანსურ ეკოსისტემაზე ახდენს.

ჯერომ პაულის აზრით, დამატებითი რეგულაციებია საჭირო.

ღონისძიებას სახელწოდებით „ფინანსების ტოკენიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“, საფრანგეთის ცენტრალური ბანკი მასპინძლობდა. ჯერომ პაუელმა შეხვედრაზე ასევე გაანცხადა, რომ დეცენტრალიზებული ფინანსების ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია გადასაწყვეტი, როგორიცაა მაგალითად – გამჭვირვალობა.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) გენერალურმა მანეჯერმა, აგუსტინ კარსტენსმა, აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე კომენტარი გააკეთა.

მან გამოთქვა შეშფოთება DeFi-სა და ტრადიციულ ფინანსებს შორის კონტრასტთან დაკავშირებით.

აგუსტინ კარსტენსმა დასძინა, რომ დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ცენტრალური ბანკები და მარეგულირებელები არიან არის ის, რომ DeFi და ზოგადად კრიპტო სამყარო გლობალური და უსაზღვროა.

პაუელმა აღნიშნა, რომ კრიპტო რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა ხელი არ შეუშალოს პროგრესს და ასევე არ მოხდეს მარეგულირებელი გაურკვევლობის ფონზე ფინანსური დანაშაულის ზრდა ქვეყანაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი