სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ორი კრიპტოვალუტის ბირჟის ანგარიშები გაყინა

0
930

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოითხოვა კრიპტო ბირჟა OKX-ისა და Kucoin-ის ანგარიშების გაყინვა. ორივე ბირჟა დაახლოებით 3313 ბიტკოინს ინახავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოთხოვნა დაკავშირებულია დო კვონთან, Terra blockchain-ის შემქმნელის და Terraform Labs-ის თანადამფუძნებელთან.

დო კვონი ამჟამად მთავრობას გაურბის, რადგნან მის წინააღმდეგ სავარაუდო ფასიანი ქაღალდებით თაღლითობის ბრალდებით სასამართლო დევნაა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მან შექმნა ახალი საფულე 15 სექტემბერს, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რაც კორეის სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდერი.

კრიპტო ანალიტიკის ჯგუფის Cryptoquant-ის თანახმად, შეიქმნა ახალი BTC საფულე Luna Foundation Guard (LFG) სახელით, საიდანაც ჯამში 3313 BTC გადაეცა KuCoin-სა და OKX-ს.

KuCoin-მა მიიღო სულ 1,354 ბიტკოინი, რომელიც გაიყინა გადარიცხვისთანავე, ხოლო OKX-მა, გავრცელებული ინფორმაციით, უგულებელყო ხელისუფლების მოთხოვნები.

ამრიგად დარჩენილი 1959 BTC-ს გაყინვა არ განხორციელებულა და შესაძლებელია მისი სხვა პლატფორმებზე ან საფულეებში გადატანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი