Animoca Brands-მა WePlay Media შეიძინა

0
963

Web3-ის ციფრული საკუთრების უფლებების ერთ-ერთმა წამყვანმა დეველოპერმა Animoca Brands-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ განაცხადა.

კომპანიამ ამჯერად WePlay Media-ს შესყიდვის შესახებ ამცნო საზოგადოებას. WePlay Media-მ პოპულარული Blockchain თამაში MotoGP Championship Quest-ი შექმნა. შეთანხმების თანახმად, აღნიშნული შესყიდვის მიზეზი მობილურ თამაშებში მოტოსპორტის ჩართულობის გაძლიერებაა.

Graeme Warring-ის და WePlay Media-ის თანადამდუძნებლებმა განაცხადეს, რომ ეს შესყიდვა ორივე მხარისათვის მომგებიანია, რადგან ისინი აფართოებენ თავიანთ წვდომას მოტოციკლების მოყვარულთათვის.

“Animoca Brands-ს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს ასობით მილიონ მომხმარებელს, რათა გააფართოვოს სპორტის გულშემატკივართა ბაზა და შექმნას ჩართულობის შესაძლებლობები მაყურებლისათვის, გუნდებისთვის და სპონსორებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

იატ სიუმ, Animoca Brands-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა საშუალებას მისცემს კომპანიას კრიპტოვალუტით უფრო ფართო აუდიტორია დააინტერესოს, რაც თავისთავად ნიშნავს, მეტ კლიენტს, მეტ შესაძლებლობასა და მეტ შემოსავალს როგორც კომპანიისათვის, ისე ინვესტორებისათვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი