ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ მომსახურეობას აღარ უზრუნველყოფს

0
2663

ინდოეთის სარეზერვო ბანკმა გამოაცხადა, რომ ბანკი ვეღარ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პერსონებისა, თუ ბიზნესის მომსახურეობას. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ ინდოეთის სარეზერვო ბანკი საშუალებებს ეძებს საკუთარი კრიპტოვალუტის გამოსაშვებად.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებების Quartz India-ს ინფორმაციით, მომხმარებლებს 3 თვის ვადა აქვთ, რათა კრიპტოვალუტის სფეროსთან შეწყვიტონ კავშირი.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის მმართველის მოადგილემ, ბიბუ ფრასად კანუნგომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა, თუ ზრდის კრიტიკულ ზღვარს გადასცდება ამ ფაქტმა ფინანსური სტაბილურობა შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს.

პანჯაკ ჯაინმა, მრჩეველმა და ინვესტორმა, რომელიც Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის საკითხებზე მუშაობს Twitter-ზე დაწერა, რომ ინდოეთის სარეზერვო ბანკის აღნიშნული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტას კრძალავს.

ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ისიც არის აღნიშნული, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა 2018 წლის ივნისის ბოლომდე გამოვა.

სარეზერვო ბანკის ინტერესი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების შესახებ განპირობებულია გადასახადების ინდუსტრიის ლანდშაფტის სწრაფი ცვლილებებით, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში ტრადიციული ვალუტის ციფრულ ვალუტის სახით დანერგავს დაიწყებენ.

ინდოეთის Unocoin-ის თანადამფუძნებელმა, სატვიკ ვიშვანთმა Quartz India-ს განუცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ბანკის მხრიდან ეს ნაბიჯი სწორი მიმართულებისკენ მიდის.

“ინდოეთში რამდენიმე მილიონზე მეტ ადამიანს შორის ეს გამოიწვევს პანიკას, რომლებიც კრიპტოვალუტით უკვე სარგებლობენ. თუ ბანკს სურს საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვება დაე, დაიწყოს, მაგრამ არა არსებულის აკრძალვის ხარჯზე”,- აღნიშნა სატვიკ ვიშვანთმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი