პარაგვაიმ კრიპტოვალუტას 15%-იანი გადასახადი დაუწესა

0
876

პარაგვაის პრეზიდენტმა კრიპტორეგულირების კანონს ვეტო დაადო.

პარაგვაის პრეზიდენტმა, მარიო აბდო ბენიტესმა, ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ცდილობდა კრიპტოვალუტის მაინინგის სამრეწველო საქმიანობად აღიარებას.

მისი აზრით, ელექტროენერგიის მაღალმა მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მდგრადი ეროვნული ინდუსტრიის გაფართოებას.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ კრიპტო მაინინგი იყენებს ინტენსიურ კაპიტალს მუშახელის დაბალი მოხმარებით და შესაბამისად, არ გამოიმუშავებს დამატებით ღირებულებას სხვა ინდუსტრიულ საქმიანობასთან შედარებით.

მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტა არის სამუშაო ადგილების ერთ-ერთი უდიდესი შემქმნელი. LinkedIn-ის ეკონომიკური გრაფიკი აჩვენებს, რომ კრიპტო და Blockchain სამუშაოების ჩამონათვალი შეერთებულ შტატებში, 2021 წელს მის წინა წელთან შედარებით 615%-ით გაიზარდა.

კანონპროექტის სპონსორის, სენატორი ფერნანდო სილვა ფაცეტის განცხადების თანახმად, კანონი მიზნად ისახავდა კრიპტომაინინგის ხელშეწყობას ჭარბი ელექტროენერგიის გამოყენებით, მაგრამ პარაგვაის მთავრობამ არჩია იგნორირება მოეხდინა ქვეყანაში მიმდინარე კრიპტო აქტივობაზე.

საბოლოოდ პარაგვაის სენატმა წინადადება მაინც დაამტიკიცა. მათ დააწესეს 15%-იანი გადასახადი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი