24 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
970

ოთხშაბათს, 24 აგვისტოს წინა კვირის ფასების სტაბილურობის შემდეგ, კრიპტოვალუტის ბაზარი მატებას განიცდის.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი გაუმჯობესდა. მართალია, ციფრული ვალუტა 22,000 დოლარის ნიშნულს ვერ მიუახლოვდა, მაგრამ წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ფასის მატება ფიქსირდება.

ბიტკოინზე ვაჭრობა 21,526 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 21,783 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 21,195 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 21,395 დოლარზე დაიხურა.

დღეს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 409 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსმა დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1,686 დოლარზე დააფიქსირდა.

ანალიტიკოსების აზრით, კრიპტოვალუტას ფასის სტაბილური ზრდის შემთხვევაში შანსი აქვს, რომ 2,000 დოლარის ნიშნულს კვლავ დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 24 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 46 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი