მაინინგის კომპანიების შემოსავლები გაიზარდა

0
861

კრიპტო მაინინგ კომპანიებმა დაინახეს, რომ მათი აქციების ფასები გაიზარდა. აქციებმა გასული თვის განმავლობაში 120%-მდე მოიმატეს.

ეს კი ციფრული ვალუტის ბაზრის გაუმჯობესების ფონზე მოხდა.

ამ მაინინგ კომპანიებისა და მათი შემოსავლების ზრდის მცირე ჩამონათვალი ასე გამოიყურება: Marathon Digital Holdings-ი – 124,12%, Core Scientific-ი – 110,39%, Hut-ი – 8 98,95% და Riot Blockchain-ი – 96,69%.

აღნიშნული პროცენტულუბა ამ კრიპტო მაინინგ კომპანიების ბოლო 30 დღის განმავლობაში მიღებულ მოგებას გამოხატავს.

სტატისტიკას Yahoo Finance-ი აქვეყნებს. მათივე დასკვნის თანახმად, მაინინგის 18% მოდის ბიტკოინზე, ხოლო – 67% კი ეთერიუმზე.

Core Scientific-მა განაცხადა, რომ მათი აქტივები მკვეთრად არის გაზრდილი. აქტივებმა წლის დასაწყისიდან დღემდე 1601%-იანი ზრდა აჩვენა და საერთო მონაპოვარმა 6,567 ბიტკოინს მიაღწია.

მხოლოდ მეორე კვარტალში შემოსავალი 118%-ით გაიზარდა და 164 მილიონ დოლარას მიაღწია, რაც გამოწვეულია ციფრული მაინინგის შემოსავლის ზრდით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი