ირანი 10 მილიონი დოლარის იმპორტს კრიპტოვალუტით განახორციელებს.
ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკური სანქციების გამო, ირანმა თავისი პირველი საერთაშორისო იმპორტის შეკვეთა მოახდინა 10 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გამოყენებით.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ პირველი იმპორტის შეკვეთა მოახდინა ციფრული ვალუტის გამოყენებით, გააზიარა ირანის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ალირეზა პეიმან-პაკმა სამშაბათს Twitter-ის პოსტში.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირმა არ გაამჟღავნა რაიმე დეტალი გამოყენებული კრიპტოვალუტის ან ჩართული იმპორტირებული საქონლის შესახებ, პეიმან-პაკმა განაცხადა, აღნიშნული 10 მილიონი დოლარის შეკვეთა, წარმოადგენს დიდი ხნის შემდეგ პირველ საერთაშორისო ვაჭრობის ფაქტს, რომელიც უზრუნველყოფილი იყო კრიპტოვალუტით.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მომავალში ამ ოდენობის გაზრდას აპირებს ანგარიშსწორების ტიპის შეუცვლელად.
„სექტემბრის ბოლოსთვის კრიპტოვალუტების და “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენება ფართოდ იქნება გამოყენებული სამიზნე ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობაში“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.